კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდე “ინტერთან” შეხვედრისთვის შემადგენლობის როტაციას გეგმავს.
მოსალოდნელია, რომ ტერ შტეგენის ნაცვლად კარს ნეტუ დაიცავს, რომელსაც ოფიციალური დებიუტი ექნება. სერჟი რობერტო დაისვენებს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი მუსა ვაგე ითამაშებს. ცენტრალურ დაცვაში უმტიტი-ტოდიბოს დუეტს ვიხილავთ.
ნახევარდაცვაში თამაშს არტურო ვიდალი და კარლეს ალენია დაიწყებენ, მესი-სუარესი-გრიზმანის შემტევი ტრიო კი არ ითამაშებს. მათი შემცვლელებიდან ერთ-ერთი კარლეს პერესი უნდა იყოს.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა “ინტერსა” და “ბარსელონას” შორის “სან სიროზე” 10 დეკემბრის საღამოს გაიმართება. “ბარსა” ნებისმიერი შედეგით ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, მილანელებსა და დორტმუნდის “ბორუსიას” კი თანაბარი ქულები აქვთ და მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ.




წინ კლასიკოა,დასვენება კარგია მაგრამ მესის სტატისტიკა რონალდუსთან მიმართებით ჩემპიონთა ლიგაზე გოლების შეყრას საჭიროებს
სწორი გადაწყვეტილებაა არ გვინდა ტრავმები კლასიკოს წინ თან ვინც გავა მოედანზე დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებენ და მარტივად არ მისცემენ ინტერს სამ ქულას
ხომ ვამბობ ეს კაცი ვერაათქო.რა ტრიო უნდა დაასვენოს?ფუუ შენი ბურატინო.არ ჩაიყვანოს გუნდი ბარემ და ისე ჩაეთვლება მოგება ინტერს
ცუდი წინათგრძნობა მაქვს,მესი დაასვენეთ კლასიკოს წინ ტრამვების აკიდება იცის ხოლმე და ეხლა ტრამვის აკიდება ასეთ ფორმაში მყოფ მესიზე ყველაზე ცუდი რამე იქნება რაც დაგვემართება