ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შთამბეჭდავი გამარჯვება “მალიორკასთან”

შთამბეჭდავი გამარჯვება “მალიორკასთან”

“ბარსელონა” ლა ლიგის მე-15 ტურში “კამპ ნოუზე” “მალიორკას” დაუპირისპირდა. 

მასპინძლებმა შთამბეჭდავი პირველი ტაიმი ჩაატარეს – მე-7 წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა ტერ შტეგენის საგოლე პასით გახსნა. ამის შემდეგ ლიონელ მესიმ, რომელმაც მატჩის წინ გულშემატკივრებს ოქროს ბურთი წარუდგინა, დუბლი შეასრულა. ტაიმი ლუის სუარესის ფანტასტიკური გოლით დაგვირგვინდა. მეტოქის მხრიდან ანტე ბუდიმირმა გაიტანა.

მეორე ტაიმში ბუდიმირმა ისევ შეაგდო, წერტილი კი მაინც ლიონელ მესიმ დასვა. საბოლოო ანგარიში – 5:2.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილის სათავეში 34 ქულითაა. ამდენივე აქვს მადრიდის “რეალს”, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გუნდს ბურთების სხვაობით ჩამორჩება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • BEQA BARCA
    schedule 08 დეკ 2019, 02:08

    ციტატა: M10 S9 D11
    რატო არ დააყენა უმტიტი დროა უკვე გადაინაცვლოს ლენგლემ სკამზე


    100000000% გეთანხმები..

  • M10 S9 D11
    schedule 08 დეკ 2019, 02:02

    რატო არ დააყენა უმტიტი დროა უკვე გადაინაცვლოს ლენგლემ სკამზე

  • gio-rakitich
    schedule 08 დეკ 2019, 01:58

    ბოლო პოზიცია მქონდა ბილეთში 2.5 მეტი გოლი პირველი გუნდის და ისე მეჯერა ჩემი კაცობის არ მჯერა ეგრე,ვიცოდი რო გადაურბენდნენ ბიჭები პირველივე ტაიმში გაამწვანეს ბილეთი❤❤❤😁😁😁

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 დეკ 2019, 01:56

    ბალონდორას ჰეთთრიკით👌👌❤❤

  • Magician
    schedule 08 დეკ 2019, 01:56

    მე-2 ტაიმში არ ითამაშეს. მშვიდად და აუღელვებლად.

  • duggu
    schedule 08 დეკ 2019, 01:56

    შთამბეჭდავი იქნებოდა კიდევ უფრო რო დაცვა 0 არ იყოს. ფარჩაკია დაცვა. უმტიტი ძირითადძი და რობერტო ვაფშე გასაგდებია. პიკე-უმტო-სემედუ-ალბა

  • BEQA BARCA
    schedule 08 დეკ 2019, 01:55

    აბა რაა. ეს ბარსაააა..