workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟუნიორ ფირპო: დებიუტს დიდხანს ველოდი, მაგრამ ბედნიერი ვარ

ჟუნიორ ფირპო: დებიუტს დიდხანს ველოდი, მაგრამ ბედნიერი ვარ

“დორტმუნდთან” გამართულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს დებიუტი შედგა. ფირპოს თქმით, ამ დღეს დიდხანს ელოდა და ახლა ბედნიერია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცა.

“ჩემს დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ეს მოხდა. მე ძალიან მსურდა ამ ტურნირზე ასპარეზობა, რადგან ეს მაღალი დონის ჩემპიონატია. სურვილი მაქვს მსგავს თამაშებში მივიღო მონაწილეობა. ეჭვგარეშეა, ეს დიდებული ღამე იყო. გულშემატკივრებით სავსე “კამპ ნოუზე” კარგად თამაში სიამოვნებაა, განსაკუთრებით, როცა მიზანს აღწევ. თამაშის დაწყებამდე ვთქვით, რომ ეს მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა ჩვენთვის.”

“ყოველთვის გსურს მესი შენს გუნდში იყოს. იმედი მაქვს, “ბარსელონაში” იმის ნახევარი მატჩების ჩატარების შესაძლებლობა მექნება, რაც არგენტინელმა ითამაშა. მესი წარმოუდგენლად კარგია, რადგანაც მისი დონე არასდროს ეცემა. გასაოცარია, როდესაც გყავს მესი და უყურებ, როგორ ეპყრობა ის ბურთს და რას აკეთებს გუნდისთვის.” – ციტირებს ფირპოს სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Ikks
    schedule 28 ნოე 2019, 21:11
    #7

    კარგი ბიჭია და იმედია დროს გაუნაწილებენ და მხოლოდ ალბას ტრავმებზე არ იქნება დამოკიდებული. ბოლო მოვლენებში ყველაზე პოზიტიური ამბავი ჩემთვის მაინც უმტიტია, როგორ გვაკლდა ჯანმრთელი სამუელი თურმე

  • MATS
    schedule 28 ნოე 2019, 20:46
    #6

    უმტიტი რა კარგი იყო ლენგლეს მარტო იმიტო მირჩევნია რო ძაან მაგრად აპრეინგებს მეტოქეს ეს წინ წასვლები და ბურთის ართმევები გუნდს ძაან ეხმარება დაცვაშიც და შეტევაშიც.ფურმაში თუ შევიდა აუცილებლად ამოაგდებს ლენგლეს.

  • nika 54
    schedule 28 ნოე 2019, 20:40
    #5

    ციტატა: CHEPE
    "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ოქროს ბურთის" მომავალი მფლობელი სახალისოდ იწინასწარმეტყველა.

    აღნიშნული ჯილდოს მიღების მთავარ პრეტენდენტებად "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი და "ლივერპულის" მცველი, ვირჯილ ვან დეიკი მიიჩნევიან.

    "დარწმუნებული ვარ, "ოქროს ბურთით" ჯერ მესის დააჯილდოვებენ, შემდეგ VAR-ს გადახედავენ და მას ვან დეიკს გადასცემენ", – ციტირებს ესპანელის სპეციალისტის სიტყვებს SPORTbible.

    მოგეხსენებათ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 2 დეკემბერს, პარიზში გაიმართება…
    ჰაჰ საღოლ გვარდიიი👌😁😁😁😁😁


    ამით პეპმა ინგლისური ვარ-ი დატროლა, რომელმაც ის რამდენჯერმე დააზარალა და პირიქით ლივერპულს კი წაეხმარა. ამას ყველა მიხვდა.

  • M10 S9 D11
    schedule 28 ნოე 2019, 20:27
    #4

    ატლეტიკისთან უ და იყოჩაღოს ვნახოთ აბა მაგ თამაშში რას იზავს ისე მშვენიერი ბიჭი საკმაოდ დამაჯერებკად თამაშობს

  • Andres_Iniesta
    schedule 28 ნოე 2019, 20:27
    #3

    კაი ტრენერი უნდა,
    და ნაკლები ტრამვიაობა და კაი ბიჭია.
    ფიზიკურობა იდეალური აქვს.

    მითუმეტეს ზამენისთვის იდეალურია.

  • dembelle
    schedule 28 ნოე 2019, 20:22
    #2

    ძაან ცუდად დაიწყო მაგრამ რაც ითამაშა მშვენიერია შეტევებში კარგად ერთვებაა

  • Lebron James 6
    schedule 28 ნოე 2019, 20:05
    #1

    ძალიან კარგი ბიჭია, იმედია უფრო დაიხვეწება და რაც მთავარია ტრავმები არ ჩაუშხამებს ყველაფერს.