ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ხვალ, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს და ეცდება, F ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ბოლო ტურამდე არ გადადოს. 

სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვს: “ბარსელონა”, 34 მატჩია, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა. 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე “ბარსა”, “კამპ ნოუზე”, ბოლოს 2013 წლის მაისში დამარცხდა – მაშინ, მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იყო. ამის შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა 30 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 101 გოლი გაიტანა და მხოლოდ 16 გაუშვა. 

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” კარი მშრალად 18 მატჩში შეინახა, სამი ან მეტი გოლის გატანა კი 21 თამაშში შეძლო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 27 ნოე 2019, 00:14

    ვიგებთ,დიდი ანგარიშით!

  • M10 S9 D11
    schedule 26 ნოე 2019, 23:51

    არც ხვალ წავაგებთ მესის საიუბილეო მე-700 მატჩია ბარსას შემადგენლობაში და მინიმუმ დუბლს ველოდები

  • BEQA BARCA
    schedule 26 ნოე 2019, 23:40

    იმედია ტრადიციას არ ახლა დავარღვევთ.