“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, დღევანდელ განაცხადში შეიყვანა ადრიანო კორეიაც, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა, ის გაემგზავრება ვალენსიაში გუნდთან ერთად. როგორც იცით, ფეხბურთელი “რეალთან” თამაშისას დაშავდა, ლა ლიგის 32–ე ტურში, ამიტომაც რამდენიმე დღე აღდგენით პროცესს გადიოდა. ბრაზილიელმა მოახერხა გამოჯანრმთელება და მზადაა დაეხმაროს “ბლაუგრანას”.
ასე რომ, ბრაზილიელის ხილვა დღევანდელ მატჩში მეტად სავარაუდოა. ასევე კარლეს პუიოლსაც დართეს თამაშის ნება. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა კაპიტანი სამეფო თასის ფინალურ შეხვედრაში. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა “სპორტი”.


