workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” გაემგზავრება ვალენსიაში დღეს, ითამაშებს და 24 საათში უკან დაბრუნდება

”ბარსელონა” გაემგზავრება ვალენსიაში დღეს, ითამაშებს და 24 საათში უკან დაბრუნდება

პეპ გვარდიოლა არ ღალატობს თავის პრინციპებს მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” დღეს ესპანეთის თასის ფინალი ელის, სადაც მისი მეტოქე მადრიდის ”რეალია”. კატალონიელები დღეს, 10:00 საათზე ”კამპ ნოუზე” შეიკრიბებიან და გაემართებიან ბარსელონას ”ელ პრატის” აეროპორტში, საიდანაც გეზს ვალენსიისკენ აიღებენ.

”ბლაუგრანას” შემადგენლობაში პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი მოხვდა. ტრავმირებული აბიდალი და ბოიანიც გაემგზავრებიან გუნდთან ერთად, თუმცა თამაშს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებენ. პირველი გუნდის ფეხბურთელებს შეუერთდნენ ნოლიტო, დოს სანტოსი, მინიო და მონტოია.

”ბარსელონას” ფეხბურთელები შუადღეს განთავსდებიან ვალენსიის სასტუმროში (”ვესტინი”), რომელიც ”მესტალიადან” რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს. ”ბლაუგრანა” სასტუმროს თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვებს.

კატალონიელები დღეს შეეცდებიან მოიპოვონ მიმდინარე სეზონში პირველი თასი. თუ ისინი გამარჯვებას შეძლებენ, დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან გუნდს წინ კიდევ დიდი სამუშაო ელის. ”ბარსელონა” ვალენსიას ხვალ 12:00 საათზე დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში