workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არსენ ვენგერი: მესის “არსენალში” გადაყვანას ვცდილობდი

არსენ ვენგერი: მესის “არსენალში” გადაყვანას ვცდილობდი

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმ დროს იხსენებს, როდესაც მას “ბარსელონადან” “არსენალში” ლიონელ მესის, ჟერარ პიკესა და სესკ ფაბრეგასის გადაყვანა უნდოდა.

ეს 2003 წელს ხდებოდა, როდესაც ამომავალი ვარსკვლავები 13 წლის იყვნენ. 16 წლის წინ, ვენგერმა მიზანს ფაბრეგასის შემთხვევაში მიაღწია. პიკე “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, ხოლო მესი “ბარსელონაში” დარჩა. მოგვიანებით, პიკე და ფაბრეგასი “ბარსელონაში” დაბრუნდნენ.

“მესის შეძენას ვცდილობდით. მიზანთან ახლოს არ ვყოფილვართ, მაგრამ ვცდილობდით. გვინდოდა პიკე, ფაბრეგასი და მესი დაგვემატებინა. იმ დროისთვის, მესის “ბარსელონაში” უკვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან” ვითამაშეთ. იმ მატჩში მესიმ მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. 13 წლის წინ ის უკვე პირველი გუნდის უცვლელი წევრი იყო. რასაც მან მიაღწია, უბრალოდ დაუჯერებელია.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • BEQA BARCA
    schedule 11 ნოე 2019, 21:32
    #4

    მოდი, მოდი, მოდი,მოდი ნახე რა ქენი? რა ქენი და ბარსას ტრებლი დაადებინე😁😁👌😆😆😂🤣

  • InFiNiTe8
    schedule 11 ნოე 2019, 20:00
    #3

    ტიპი შუაზე იხევა მომიყვანეთო… რა ქნას მეტი 😂😂😂😂

  • M10 S9 D11
    schedule 11 ნოე 2019, 17:31
    #2

    აუ მოიყვანეთ რა ეს კაცი ზამთარში ძაან მაგრად მოუხდება ბარსას ტიპს როგორ უნდა რო მესის ტრენერი იყოს მოიყვანეთ რა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 11 ნოე 2019, 17:25
    #1

    ძააან მომწონს მუსიე არსენი და თუ სასწაული მოხდა და ჩმორვერდე შეცვალა……………
    მაინც მაქვს იმედი👌👌😂😂