ლა ლიგის მე-12 ტურში, “ბარსელონამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩში ანგარიში პენალტით გაიხსნა, რომელიც ლიონელ მესიმ 23-ე წუთზე გამოიყენა. ტაიმის ბოლოს, “სელტამ”, კერძოდ კი ლუკას ოლასამ, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ “ბარსას” კაპიტანმა მას მალევე უპასუხა.
მეორე ტაიმის სტარტზე არგენტინელმა ზედიზედ მეორე ჯარიმა გაიტანა, შეხვედრაში წერტილი კი 85-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა დასვა. საბოლოო ანგარიში – 4:1.
ამ მოგების შემდეგ, “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს. ასევე 25 ქულა აქვს მადრიდის “რეალს”, თუმცა კატალონიელების ბურთების სხვაობა მადრიდელებისას აღემატება.
“ბარსა” მომდევნო ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერს დაუპირისპირდება. 23 ნოემბერს, ერნესტო ვალვერდეს გუნდი “ლეგანესს” ესტუმრება.




სემედუ 5 კვირა არ იქნება
თამაშს რაც ვუყურე მარტო მესი თამაშობდა და ერთადერთი დე იონგი ფაფხურობდა რაღაცას ეს ფატი ჯერ მაინც შეცვლაზე უნდა ყავდეს ჩემი აზრით და ეს დემბელე კარგად შემოვიდა დალშე გუნდი საერთოდ მოშლილია ეს ვალვერდე სანამ არ წავა არ იქნება საშველი
ბარსა კაი ხანია ვერავის ვერ ამარცხებს. თუ მესია ხასიათზე მხოლოდ ეგ თუ ახერხებს ვინმეს დამარცხებას თორე კამანდა კაი ხანია მოშლილია ცხვირას ხელში
ისეც ნუ იზავ ლომო რო ვალვერდე დატოვონ :დდდდ
გილოცავთ, მორიგ შედევრს შევესწარით მესის მხრიდან, სემედოზე რა იცით? თუ ტყუილად გაიყვანა და დავიწყო გინება?😀