workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

თასის ფინალში გვარდიოლა არ აპირებს, რომ შეცვალoს თამაშის სტილი. იგი აცნობიერებს, რომ ეს წარმატების საიდუმლოა. ასევე აღნიშნა, რომ ფინალი “რეალთან” არის “საჩუქარი”.

 

“ბარსელონას” თავკაცს კარგად ესმის ის ფაქტორიც, რომ ჟოზე მოურინიოს შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკით ასპარეზობა, სწორედ ასე მოხდა შაბათის “კლასიკოშიც”. “მე გუნდთან ერთად გავარჩიე ტაქტიკური სქემა და დაახლოებითი წარმოდგენა გვაქვს ოთხშაბათის მატჩზე”, განაცხადა პეპმა. მან ასევე დაამატა, რომ “წარმატების საიდუმლო არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები”.

 

არანაირი ცვლილება                  

 

პეპ გვარდიოლა არანაირ ცვლილებას არ გააკეთებს ამ მატჩისთვის: “მათ კარგად იციან რასაც წარმოვადგენთ, ამიტომაც ძალიან მცირე დეტალებს შევასწორებ, ხოლო თამაშის სტილი იქნება ჩვეული. ვიქნებით მამაცნი და უშიშარნი, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”.

 

“ბარსელონას” შეუძლია ლამაზი თამაშის ჩვენება, რაც “რეალს” – არა, თუმცა მათაც აქვთ თავიანთი კოზირები, რომლებსაც აუცილებლად გამოიყენებენ. ვინც თავის საქმეს შეასრულებს, ის გაიმარჯვებს და ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ, რომ ლამაზი და გამართული ფეხბურთი ვითამაშოთ”.

 

პეპს ძალიან უნდა “მესტალიაზე” გამარჯვება, მაგრამ აცნობიერებს თუ რა ძალების დახარჯვასთან ასოცირდება ეს ყველაფერი: “ეს უბრალოდ “საჩუქარია”, რომ “რეალს” ფინალში ვხვდებით”.

 

 

მთავარი მეკარე – პინტო        

 

გვარდიოლამ არ გადათქვა თავისი სიტყვა და თასის ფინალში პინტო დაიცავს “ბლაუგრანას” კარს: “ხვალ პინტომ და დანარჩენმა 10–მა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთონ გამარჯვებისთვის. ის ყოველთვის ასპარეზობდა ამ ტურნირზე და არც ახლა ვაპირებ მის შეცვლას… თუ იგი არ ითამაშებს, მაშინ გამოდის, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ, მასაც და გუნდსაც”.

 

ვილიას “ტაიმაუტი”            

 

მოგეხსენებათ, დავიდ ვილიას ბოლო თამაშებია თავი არ გამოუჩენია გოლებით, მაგრამ გვარდიოლა მას მაინც გადამწყვეტ ფეხბურთელად თვლის: “ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით ძნელია. ერთს გეტყვით, რომ ვილია ვერ იტანს გოლებს, მაგრამ მისი დახმარებით ძალიან ხშირად გადის ბურთი მეტოქის კარში, ფეხბურთელისთვის მთავარი გუნდია. ძალიან ძნელია პირველივე წელს შეეწყო “ბარსელონას”, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მაგრამ მან ეს ადვილად მოახერხა ძალიან დიდი ინთუზიაზმითა და მონდომებით”.

 

სუბისარეტას კონტრაქტი                      

 

გვარდიოლა ორიოდე სიტყვით შეეხო ანდონი სუბისარეტის კონტრაქტსაც, რომელიც მან 2013 წლამდე გაახანგრძილვა “ბარსელონასთან”: “კლუბი საიმედო ხელშია. ის ძალიან, ძალიან მშორემელია და არცერთ დეტალს უყურადღებოდ არ ტოვებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში