workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში: ”იმედი მაქვს, რომ გვარდიოლა დიდი ხნით დარჩება”

ალვეში: ”იმედი მაქვს, რომ გვარდიოლა დიდი ხნით დარჩება”

კატალონიური ”ბარსელონას” მარჯვენა მცველი, დანიელ ალვესი იმედოვნებს, რომ პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” უახლოეს მომავალში არ დატოვებს.

”ჩვენ გვარდიოლას თვალდახუჭული ვენდობით. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც კარგად ესმის, თუ რას აკეთებს. ჩვენ გვარდიოლას გავყვებით, სანამ ის არ დაიღლება ჩვენი გაწვრთნით” – ალვეშის სიტყვებს ციტირებს ”El Mundo”.

”სამწუხაროდ ერთხელაც მოვა ის დრო, როცა გვარდიოლას ხანა ”ბარსელონაში” დასრულდება. იმედი გვაქვს, რომ ეს მალე არ მოხდება, რადგან ”ბარსელონა” პეპის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია” – განაცხადა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად 2008 წლის ივნისში დაინიშნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში