ცოტა ხნის წინ, რიკი პუჩმა განაცხადა, რომ თუ აქამდე იჯარით “ბარსელონას” დატოვება მის გეგმებში არ შედიოდა, ახლა, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.
Marca-ს ცნობით კი, 20 წლის ნახევარმცველის იჯარისთვის “ბარსას” ერთმა კლუბმა უკვე მიმართა. ეს “ლას პალმასია”, რომელსაც პუჩით ხონათან ვიერას ჩანაცვლება სურს.
ძნელი სათქმელია, რამდენად მომხიბვლელი იქნება რიკისთვის ეს წინადადება, რადგან “ლას პალმასი” სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და ცხრილის სათავისგან საკმაოდ შორსაა.



წავიდეს ამის…
წესიერ კლუბში გაანათხოვრეთ.
ხო ერთი ჰალილოვიჩი ათამაშა ლას პამლასმა და მეოდე პუჩის ათამაშებს ჰოლანდიის გარდა არსად არ უნდა გაუშვათ ან ჰოლანდია ან პირველ გუნდში დააწინაურეთ
აიაქსში გაანათხოვრონ ეს და ალენა 2 სეზონით