workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “კაპელოს შეუძლია რაღაც–რაღაცები ასწავლოს მოურინიოს”

კრუიფი: “კაპელოს შეუძლია რაღაც–რაღაცები ასწავლოს მოურინიოს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, იოჰან კრუიფი, განაგრძობს ლა ლიგის 32–ე ტურის ანალიზს, სადაც მადრიდის “რეალმა” უმასპინძლა “ბლაუგრანას”, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ცნობილი “მფრინავი ჰოლანდიელის” თქმით, “რეალის” თავკაცს, ჟოზე მოურინიოს, ძალიან ეშინია “ლურჯ–ბროწეულისფერების”.

 

“წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გეშინოდეს ოპონენტის, რომ მის წინააღმდეგ 7 მცველით ითამაშო. დარწმუნებული ვარ, ამას არ დაეთანხმება “სანტიაგო ბერნაბეუ”. ამ სიტყვებს დამიდასტურებს, მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, ფაბიო კაპელო. მან ეს შიში საკუთარ თავზე გამოსცადა, მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს ლა ლიგის ჩემპიონი გახდა”. განაცხადა იოჰან კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში