“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა “სლავიასთან” მატჩის (1-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ვწუხვარ, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ვიყავი, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოვიგეთ.”
“როცა რამეს კარგად ვერ აკეთებ, ან საკმარისად კონცენტრირებული არ ხარ, ასეთი რაღაცები ხდება, შედეგად კი ძალიან გიჭირს. რთული მატჩი გამოვიდა.” – ციტირებს არტურო ვიდალის სიტყვებს Sport.
ჩილელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში რვა მატჩი ჩაატარა. არტურომ სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი თამაში დაიწყო.


ძაან აქვს ბუსის მოკლებული და ჯობია რო ეს დადგეს მის მაგივრად
ხოდა მიხედე კონცენტრაციას, გუნდი თავზე გვაზის და შენ იმის მაგივრად დროზე მოიცილო ბურთი ფინტაობას იწყებ და პასებს უკეთებ მოწინააღმდეგეს.
ისე დემბელე მართლა ძალიან უაზროთ თამაშობს, თუმცა რაზე ვლაპარაკობთ გუშინ მარტო ლეო და დე იონგი ნუ ტერ შტეგენი თამაშობდნენ.