ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფანკლუბის შეკრება “ელ კლასიკოზე”

“ბარსელონას” ფანკლუბის შეკრება “ელ კლასიკოზე”

26 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საფეხბურთო სამყაროს მთავარი დაპირისპირება გაიმართება – “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

მიუხედვად იმისა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო, ესპანური ფეხბურთის გრანდებმა თამაშის გამოსწორება და ცხრილის სათავეში მოკალათება მოახერხეს. პრიმერას “რეალი” ლიდერობს, მე-2 ადგილზე მყოფი “ბარსელონა” კი მადრიდელებს 2 ქულით ჩამორჩება და “კლასიკოში” მოგების შემთხვევაში, პირველ პოზიციაზე გადავა.

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი ამ თამაშის საყურებლად თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 14ბ ნომერში, სპორტბარ “ჰაკერ ფშორში” იკრიბება. საყვარელ გუნდს დიდ ეკრანთან, უმაღლესი ხარისხის ლუდისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით ვგულშემატკივრობთ.

შეკრებაზე დასწრება თავისუფალია და “ბარსელონას” ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, ადგილების წინასწარ დაჯავშნა კი ოფიციალური ფანკლუბის წევრებს ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით შეუძლიათ. ფანკლუბის წევრებს შეხვდებათ “ჰაკერ ფშორის” ადმინისტრაციის მიერ დაწესებული საჩუქარიც – 10%-იანი ფასდაკლება.

ადგილის დაჯავშნა (ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის)

Loading…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • MERENGUE
    schedule 14 ოქტ 2019, 09:25

    მადრიდისტები რო მოვიდეთ მოსულა?? 😀😀😀

  • kikex
    schedule 13 ოქტ 2019, 21:16

    gadaobt xo ra 3saati raa ps aqedanve imedia silk universalze iqneba