“ბარსელონა” დოკუმენტური ფილმების სერიას იწყებს, რომელიც 2018/19 წლების სეზონს ეძღვნება.
დოკუმენტური ფილმების სერია სახელწოდებით Matchday 45-წუთიანი სერიებისგან შედგება და ის გასული სეზონის 8 ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ეხება. მათ შორისაა “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხი და “რეალის” 5-1 განადგურება.

ფილმში, რომელშიც მთხობლის როლში ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩია, არაერთ საინტერესო, აქამდე უნახავ კადრს წააწყდებით. გასახდელის კადრების გარდა დოკუმენტურ ფილმში შესულია სცენები ლუის სუარესის ბარბექიუ ფართიდან, ტერ შტეგენის ახალი სახლი, ჟერარ პიკეს ოჯახური ცხოვრება, ივან რაკიტიჩის სამზარეულო, ასევე სამოტივაციო გამოსვლები მნიშვნელოვანი მატჩების წინ.
“ბარსელონას” Youtube-ზე ფილმის თრეილერი დაიდო. ცნობილია, რომ დოკუმენტური ფილმების სერია იწყება ერნესტო ვალვერდეს სიტყვებით: “როდესაც “ბარსელონას” მიზნებზე ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის ერთია: ჩვენ ყოველთვის უნდა მოვიგოთ.”
მთხრობელი ჯონ მალკოვიჩი ფილმში ამბობს: “ამ ფილმს მილიონობით ადამიანი ნახავს. და პირველად, კამერები ფეხბურთელების სიხარულისა და იმედგაცრუების მოწმეები გახდებიან. როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.”
მოსალოდნელია, რომ დოკუმენტური ფილმის ჩვენება ნოემბერში, Rakuten TV-ზე დაიწყება.
რა გასაკვირია, რომ ფილმის გადაღებებში მონაწილეობას ჟერარ პიკეს კომპანია Kosmos-იც იღებდა.
ძაან მაგარი და საინტერესოა უჩლ რომ მოგვეგო უფრო ხალისიანად ვუყურებდი მარა რას უყურებ ხალისიანად ვალვერდეს ხელში
სიტიზე რი სერიალია ისიც მალკოვიჩმაგადაიღო
სერიოზულად ეხერხება ამ კაცს სპორტული ფილმების გადაღება.
რა სეზონი ჩაუმწარა ამ ცხვირგასიებულმა ბარსას და მესის ნერვები მეშლება რომ ვიხსენებ