დღევანდელი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” არის ერთ–ერთი იმ ოთხიდან, რომელიც 18 დღეში “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გაიმერთება.
► პირველი “კლასიკო” იყო 1902 წელს – “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს პირველად სამეფო თასის 1/2 ფინალში შეხვდნენ. იმ დროიდან დღევანდლამდე მათ 209 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. აქედან 82 “ბარსელონამ” მოიგო, 85 “რეალმა” და 42–იც ფრედ დასრულდა.
► 162 ლიგის მატჩი – “ბერნაბეუ” მასპინძლობს 162–ე მატჩს ამ გუნდებს შორის. წინა 161 მატჩში, 63–ჯერ “ბარსელონამ” მოიგო, 68–ჯერ “რეალმა” და 30–ჯერ ფრედ დასრულდა.
► საუკუნის 25 თამაში – 21–ე საუკუნეში “ბარსელონამ” 9–ჯერ იმარჯვა “კლასიკოში”, “რეალმა” 8–ჯერ, ხოლო 7–ჯერ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.
► საუკეთესო “ბარსელონა” – “ბლაუგრანამ” ბოლო 5 “კლასიკო” მოიგო, რაც მათი საუკეთესო შედეგია ისტორიის მანძილზე. ყველაფერი კი პეპ გვარდიოლას დამსახურებაა, რომელმაც ყველა მატჩი მოუგო “მერენგებს” მწრვრთნელის რანგში.
► 16 გატანილი გოლი და მხოლოდ 2 გაშვებული – ბოლო 5 შეხვედრაში “ბარსელონამ” 16 გოლი გაიტანა, ხოლო “რეალმა” 2.
► ბომბარდირთა დავა – ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან ბომბარდირთა დავის სათავეში. არგენტინელმა 48 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ხოლო ბოლო 5 “კლასიკოში” 7 გოლი და 4 ასისტი.
► მესისა და რონალდოს ნემეზისი – ამ ორ ფეხბურთელს დასამტკიცებელი აქვთ ის, რომ შეუძლიათ ნებისმიერ თამაშში გოლი გაიტანონ. არგენტინელს არასდროს გაუტანია ჟოზე მოურინიოს გუნდებისთვის გოლი, ხოლო რონალდოს “ბარსელონასთვის”.
► პედრო მესამედ შეეცხდება მადრიდელთა დამწუხრებას – პედრო როდრიგესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ორ კლასიკოში მოახერხა და 2 გოლი გაიტანა. პირველ თამაშში კატალონიელებმა 0:2 იმარჯვეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” (წინა წელს), ხოლო მეორეში “კამპ ნოუზე” 5:0 გაანადგურეს მეტოქე.



