სურათზე: 4 ვარსკვლავი – ძალიან კარგი (მაქსიმუმი); 3 ვარსკვლავი – კარგი; 2 ვარსკვლავი – ნორმალური; 1 ვარსკვლავი – ცუდი. გულშემატკივრების რაოდენობა; შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე – ტურე.
მესიმ, პუიოლმა, ტურემ და პედრომ უმაღლესი შეფასება – 4 ვარსკვლავი მიიღეს.
ტურე – საუკეთესო. ,,არ იყიდება”. ვინც უნდათ ის მოიყვანონ, მაგრამ ამ ფეხბურთელს ხელი არ ეხლოს. ტანკი და არტისტი ერთ მოთამაშეში. იმსახურებდა ჩემპიონატის ასეთ ბრწყინვალე დასასრულს. ,,ჩელსიში” რომ თამაშობდეს 40-50 მილიონს მოგვთხოვდნენ.
ვალდესი – ,,ზამორა”. ,,მუნდიალით” თუ მის გარეშე, ეს ფეხბურთელი სამგზის ,,ზამორაა”. თავიდან შოკი განიცადა, მაგრამ შემდეგ გონზე მოვიდა და მშვიდად თამაშობდა.
ალვეში – მიუკარებელი. რაღაც საოცარი ფიზიკური ძალის პატრონი. ის ბოლო წუთებზეც იყენებდა ამას და დიდ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეს.
პუიოლი – წერს თამაშის სცენარს. თუ გუნდი შეცდა, მისი ალღოს და წინასწარხედვის უნარის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. 0:0-ზე ისეთივე მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, როგორიც მეტოქის კარში გოლის გატანაა. ის თამაშის ხასიათს ცვლის. უფფფფ!!!!!
პიკე – უშეცდომო. უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი სეზონი, თან ამაში ტრავმებიც უშლიდა ხელს. მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევს.
ბუსკეტსი – დამაჯერებელი. წელს ძირითადის მოთამაშე იყო და მისი პროგრესი სახეზეა. ჩავის არყოფნაში გუნდს სისწრაფეს და რისკიან თამაშს მატებდა. გრანდიოზულ ტურეს ყველანაირად უწყობდა ხელს.
კეიტა – კონტაქტური. გვარდიოლას შესანიშნავი დამხმარე და მისთვის შეუცვლელი მოთამაშე. არასდროს სჭირდება რაიმე მითითება, ის ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს დავალებებს, მწვრთნელები ამას აფასებენ.
პედრო – აღიარებული. მორიგი ჰაერივით საჭირო ბურთების მომტანი. დაიწყო როგორც ,,ტენერიფელმა ჟიულიმ” და დაამთავრა როგორც ,,ტენერიფელმა ეტოომ” – ენთუზიაზმი, ბრძოლა, სირბილი, პრესინგი, გადამწყვეტ თამაშებში გმირი. იყო პატარა პედრიტო, გახდა დიდი პედრინიო. ,,ვინ არის რიბერი?”
მესი – ლეგენდარული. არ იყო ,,9 ნომერი” და გაიტანო 47 გოლი? ამას ,,ზე-კაცი” თუ მოახერხებდა. ასე თუ გააგრძელა, ყველა დროის უპირველესი გენიოსი შეიძლება გახდეს. სასწაულები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დაუჯერებელია.
ბოიანი – ძვირფასი. მისთვის ყველაზე რთულ სეზონის ბოლოს ძირითადში ადგილი მოიპოვა. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მისი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. მან დაიმსახურა გუნდში დარჩენა.
ანრი – შემსრულებელი. ფეხბურთის მითს გვარდიოლამ პატივი მიაგო.
იბრაჰიმოვიჩი – დროებით გადამდგარი. ჩემპიონია, მაგრამ იმ როლში არა, რომელშიც თავი წარმოედგინა.
ინიესტა – ყველასთვის საყვარელი. მსოფლიოს ყველაზე ,,უბრალო ვარსკვლავი”. გულშემატკივრის კერპი.
წყარო: elmundodeportivo.es



