ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი, “ბარსელონას” რადარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო, თუმცა 2018 წელს 5 წლიანი კონტრაქტით “ნაპოლის” შეუერთდა.
ახლა, კატალონიელები რუისის გადაბირებას ისევ ცდილობენ, მაგრამ ძლიერი კონკურენტები ჰყავთ.
23 წლის ფეხბურთელის შეძენით “რეალი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან. “რეალის” მიზანი ფაბიანის ხამეს როდრიგესში გაცვლაა, რაც შეეხება ტურინულ კლუბს – ტრანსფერი, Sportsmole-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს მოთხოვნაა.
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტიისი ამბობს, რომ ფეხბურთელის გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის.

