დღეს “ბარსელონას” ფეხბურთელები “კამპ ნოზე” შეიკრიბნენ. გუნდთან ერთად ივარჯიშა კაპიტანმაც, რომელმაც ტრავმის გამო 83 დღე იუქმა.
ვარჯიშზე გამოცხადდა პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი, ხოლო “ბარსა ბ”–დან წარმოდგენილები იყვნენ დოს სანტოსი და ტიაგო.
კაპიტანს 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. თითქმის სამი თვის წინ მან “რასინგის” წინააღმდეგ თამაშისას ტრავმა მიიღო. ახლა კი, 17 მატჩის გამოტოვების შემდეგ, ის გუნდს დაუბრუნდა.
ფეხბურთელებს ბარსელონაში გასული კვირის შემდეგ არ უვარჯიშიათ. დონეცკში ჩატარებული მსუბუქი ვარჯიშების შემდეგ, ესიყო ბოლო სესია პირველი “კლასიკოსთვის”.


