workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

წავალ…აუცილებლად წავალ…ჩემს გუნდს ძალიან ვჭირდები და უნდა წავიდე…ვალდებული ვარ.
გათენდა მშვენიერი დილა. ავდექი, ჩავიცვი და მადრიდში გასამგზავრებლად მოვემზადე. დღეს ხომ დიდი “ელ კლასიკოა”. ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც “კამპ-ნოუზე” ვქომაგობდი ჩემს საყვარელ გუნდს, მაშინ 5:0 მოვიგეთ. მთელი ბარსელონა ფეხზე იდგა…ზეიმი იყო. ეჰჰ, ის დღე არასოდეს დამავიწყდება. იმედიანად ვარ განწყობილი. რაც გვარდიოლა მოვიდა გუნდში, იმის შემდეგ “თეთრებთან” ყველა თამაში მოვიგეთ. მოვიგეთ ტრიპლეტი. სხვათა შორის წელსაც იგივეს გაკეთებას ვაპირებთ. “ბერნაბეუზე” დღეს “ბარსას” ჰიმნს ვიმღერებთ. ტელევიზორს მიმსხდარი საზოგადოება გაიგებს, თუ როგორ ჯაბნის 10 000 კატალონიელის ხმა, 70 000 მადრიდელისას.
“ბერნაბეუსთან” კარგი მოგონებები მაკავშირებს. იქ ადრეც ვყოფილვარ. მახსოვს “თეთრების” ფეხბურთელების უსუსური სახეები. მახსოვს როგორ “ახოხიალებდა” დიადი ტიერი ანრი სერხიო რამოსს. მახსოვს მესის ბრწყინვალე თამაში. მახსოვს პუიოლის ფანტასტიკური და უმნიშვნელოვანესი გოლი. მახსოვს ხერარდ პიკეს, მე-6, დამცინავი გოლი კასილიასის კარში. იკერი უძლური იყო. “სამეფო კლუბი” სახლში 2:6 განადგურდა. წელსაც იგივეს ვაპირებთ. გუნდში გვყავს მსოფლიოში უნიჭიერესი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა. გუნდში გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი. გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გოლეადორი, დავიდ ვილა. გვყავს მსოფლიოში ყველაზე ბრწყინვალედ შეთამაშებული ნახევარმცველები, ჩავი და ინიესტა. გვყავს მსოფლიოში პირველი ახალგაზრდა ტალანტი, პედრო როდრიგესი. გვყავს მეკარე, რომელიც მსოფლიოში ერთი-ერთზე თამაშისას პირველია. გვყავს მსოფლიოში უძლიერესი მცველი, ხერარდ პიკე. და ბოლოს, გვყავს კაპიტანი, რომელიც კაპიტანზე მეტია, კარლეს პუიოლი. მართალია, “ლომი” ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ის მთელი გულით და სულით ჩვენთანაა. პუი ხომ ნამდვილი “ბლაუგრანაა”.
აი ჩემი მეგობრებიც უკვე აქ ყოფილან. მატარებლის სადგურზე ვართ და ერთი სული გვაქვს გავეშუროთ მადრიდისაკენ. ერთ-ერთ ვაგონში მოვკალათდით. ამასობაში მძღოლმაც ჩართო მოტორი და დავიძარით. გზაში “რეალის” ბევრი სამარცხვინო მატჩი გავიხსენეთ. ასევე ცოტა მოურინიოზეც ვილაპარაკეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ კატალონიაში განსაკუთრებით გვძულს ეს პორტუგალიელი. ჟოზე “ლამაზი სიტყვებით შევამკეთ” და შემდეგ რონალდუზე გადავერთეთ. უბრალოდ არ მესმის ხალხის, რომელიც მესის და კრიშტუანუს ერთმანეთს ადარებს. მოგიყვანთ ერთ უბრალო მაგალითს: წინა “ელ კლასიკოში” ლეო რაღაც ფანტასტიკურად თამაშობდა, რონალდუ კი…სიმულანტობის და კივილის მეტს აკეთებდა რამეს? ვიმედოვნებ დღევანდელი მატჩის შემდეგ მაინც საბლოოდ აღიარებენ, რომ პორტუგალიელი არგენტინელთან ახლოსაც ვერ მივა.
ამასობაში ჩავედით. ერთი ამბავი იყო. მთელი ქალაქი ფეხზე იდგა იმის იმედით, რომ საბოლოოდ დასრულდებოდა “ბარსას” ეს ორ წლიანი მოგებათა სერია. მატარებელში ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა უამრავი “კულე” იყო. ზოგი უკვე “ბერნაბეუსთან” იდგა და “ბარსა”, “ბარსას” სკანდირებდა. ჩვენც მათ შევუერთდით და მადრიდელების ხმაც საერთოდ აღარ ისმოდა. ნელ-ნელა მოედანზე შესვლაც დავიწყეთ და რამდენიმე სექტორიც გავავსეთ. ახლა ერთი სული გვაქვს გამოვიდნენ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე და აჩვენონ ნამდვილი, სანახაობრივი ფეხბურთი.

გაგრძელება იქნება “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში