“პარი-სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო გულშემატკივრებსა და მედიას თხოვს, რომ ნეიმარის საგაზე საუბრები საბოლოოდ დასრულდეს. ისტორია დაიწყო ივნისში, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელს პსჟ-ს დატოვება, “ბარსას” გამო სურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ყველანაირად ცდილობდა ყოფილ გუნდში დაბრუნებულიყო, პსჟ საკუთარ პოზიციაში ძალიან მტკიცე გამოდგა. პარიზელებმა ბრაზილიელში 200-300 მილიონი ევროს მიღება უნდოდათ, რამაც ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა.
ლეონარდოს სურს, რომ ამ სიტორიას საბოლოოდ წერტილი დაესვას: “ვფიქრობ, დროა ნეიმარზე საუბრები შეწყდეს. ამ გუნდს სიმშვიდე და სიჩუმე სჭირდება… ბევრი რაღაც მოხდა, ბევრი რაღაც შეიცვალა. როგორც ხელმძღვანელობაში, ასევე შემადგენლობაშიც. ეს სეზონი რთული იქნება და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ რეფორმა ახლახანს დავიწყეთ.” – ციტირებს RMC.


