“ბარსელონადან” წასვლა ლიონელ მესის გეგმებში არ შედის, მაგრამ დევიდ ბექჰემი ხელის ჩაქნევას არ აპირებს.
The Sun-ის ინფორმაციით, ბექჰემი ლეოს მამასთან – ხორხე მესისთან მოსალაპარაკებლად ლონდონში თავისი კლუბის სპორტულ დირექტორს პოლ მაკდონოს გაგზავნის, რომელმაც 2018 წელს “ატლანტა იუნაიტედის” სახით MLS-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შექმნა.
ბექჰემის “ინტერ მაიამის” აშშ-ს მთავარ ლიგაში დებიუტი მომავალ წელს იქნება და ინგლისელ ყოფილ ფეხბურთელს გუნდის თავიდანვე სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტება სურს.
სხვა საქმეა, რამდენად მოიხიბლება მესი 32 წლის ასაკში MLS-ში გადასვლის იდეით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თავად ბექჰემმა ევროპა სწორედ ამ ასაკში დატოვა და “ლოს ანჯელეს გალაქსის” შეუერთდა, სადაც 5 წელი გაატარა.




მიყენდი სადაც ხარ რაა მომინდომა მესი და კაი ცხოვრება
არვიცი მესის გადასაწყვეტია მაგრამ როცა კარიერის პიკში ხარ და ტიტულები გინდ ინდივიდუალური და გინდ საკლუბო უხვად გაქვს მაინც მგონია რომ ბარემ ან ბოლომდე უნდა დარჩე რომ ხალხს უფრო დიად ადამიანად დაამახსოვრდე მესის იმდენი ფულიაქვს 50 მილიონს აიღებს ბარსაში თუუ 60-70 ინტერის მაიამიში არააქვს მნიშვნელობა ფული ყელამდე აქ და ისეთი ავტორიტეტია მის მეათე თაობასაც არ გაუჭირდება სულ რომ გაკოტრდეს ჯობს რაცშეიძლება გაზარდოს მისი მიღწევები რეკორდები რომ ყველა მოძულეს ხმა ჩააგდებინოს ინტერის მაიამიში ფულის გარდა ვერაფერს იზამს არვიცი შეიძლება ვცდები…