ორიელ ბუსკეტსი იჯარის წესით “ტვენტეს” შეუერთდა, ხოაკინ ესკიეტა კი “ბილბაოს” სარეზერვო გუნდში გადავიდა. ექსკაპიტნების წასვლის შემდეგ “ბარსა ბ”-ს გასახდელის ახალ ლიდერთა დასახელება მოუწია:
- კაპიტანი – ფერან სარსანედასი
- ვიცე-კაპიტანი – მონკუ
- მესამე კაპიტანი – ხორხე კუენკა
- მეოთხე კაპიტანი – რონალდ არაუხო
ფერანი “ბარსა ბ”-ს ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელია (22 წლის), შესაბამისად, კაპიტნის როლში მისი ხილვა არავის უკვირს.
მონკუ გასულ სეზონში სამკლავურის რიგით მეოთხე მფლობელი იყო, ამ სეზონში კი ვიცე-კაპიტანი იქნება.
ოთხეულში გასაკვირია კუენკასა და არაუხოს ხილვა. ხორხე მხოლოდ 19 წლისაა, რონალდი კი აკადემიის აღზრდილი არ არის. ის სარეზერვო გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა.
მოულოდნელობაა რიკი პუჩის კაპიტანთა სიის მიღმა დატოვება. ახალგაზრდა მოთამაშე კოლექტივის ერთ-ერთი ვარსკვლავია და ის ძირითად გუნდშიც რამდენიმეჯერ ვიხილეთ.




არაა ეტყობა ჯერ საკაპიტნედ მზად
რა მოხდა მერე თუ არ არის რიკი კაპიტანი.და პერეზზე იძახით ღორიაო და წინა წელს ბარსა ბ-მ რა შედეგიც დადო მისი წყალობით და კიდე რამოდენიმე ფეხბურთელის.ზედმეტიბგუნდურობაც არ ვარგა უნდა აიღოს ფეხბურთელმა ხანდახან თავის თავზე.ეგრე მესი არ ვარგა კოუს და დემბოს რამდენი პასი არ გაუკეთა ახალი მოსული რომ იყვნენ
რაღაც მზეობას აქვს ადგილი აქ და რამე არ გვიჩალიჩოს ბართომ თორე დავბრიდავ მევიყო ბენზემა
Zdarova bratci. Gadaobs bet365 da livescoore tu reali levante martla 4 : 96 aris Burtis ploba
Ara gadaobdnen exa gamoascores. Izviniaus rebiata