ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
CatRadio: რაკიტიჩი ან ვიდალი, შესაძლოა, იანვარში წავიდნენ

CatRadio: რაკიტიჩი ან ვიდალი, შესაძლოა, იანვარში წავიდნენ

Catalunya Radio-ს ბოლო ცნობებით, “ბარსელონა”, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ერთ-ერთ ნახევარმცველს დაემშვიდობოს.

“მგონია, რომ არტურო ვიდალი ან ივან რაკიტიჩი “ბარსელონას” ზამთრის ფანჯარაზე დატოვებს. ისინი არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათადარიგოთა რიგებში ჯდომა შეუძლიათ და ასევე მათ საბაზრო ფასი აქვთ.” – განაცხადა ჟურნალისტმა.

თუ საზაფხულო ცნობებს დავუჯერებთ, სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე ფეხბურთელმა ბევრი გუნდის ყურადღება მიიქცია.

“ინტერი” დაინტერესებულია არტურო ვიდალის შეძენით, რადგან გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე ჩილელის დიდი გულშემატკივარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ერთად “იუვენტუსში” უმუშავიათ.

რაკიტიჩს ორი თაყვანისმცემელი ჰყავს: პსჟ და “იუვენტუსი”. მისი საფრანგეთში გადასვლა იმიტომ ჩაიშალა, რომ ისინი მას უბრალოდ ნეიმარის ტრანსფერის ნაწილად ხედავდნენ. “იუვე” მოლაპარაკებებს 31 წლის ნახევარმცველისთვის იანვარში განაახლებს, რასაც ბოლო ცნობები იტყობინებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Bakero
    schedule 11 სექ 2019, 18:42

    ვიდალი შეცვლაზე არ არის ცუდი ვარიანტი რაკიტიჩი no comment smile

  • Nou kamp
    schedule 11 სექ 2019, 18:10

    ალენია გაუშვან.მომავალ წელს ფაბიან რუისს იყიდიან და ეგ არის.ან დე ბეკი.ალენია ვერ ქაჩავს და ვერც ვერასოდეს გაქაჩავს.
    კინო რომ არის ერთხელ ამერიკაში არ იყოს, მაგას არასოდეს აუდგებაო ისეა ალენიას საქმე
    არ არის ბარსას დონე

  • Don_Andresito
    schedule 11 სექ 2019, 17:58

    ამ ორიდან მეც რაკიტიჩს გავუშვებდი, ვიდალს აქვს ის რაღაც განსხვავებული, მებრძოლი, რაც არც ერთ ბარსას იგროკს არ აქვს. მეტი მრავალფეროვნებისთვის ვიდალს დავტოვებდი. რაკიტიჩს რაც აქვს საუკეთესო თვისებები რაც არც ისე ბევრია, ეს ყველაფერი ალენიასაც აქვს დე იონგსაც და არტურსაც

  • Z.TS
    schedule 11 სექ 2019, 17:55

    ორივე მენანება მაგრამ ჯობია რაკიტიჩი წავიდეს