ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალენია “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოს იყო

ალენია “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოს იყო

Canal Sur-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ნახევარმცველი, კარლეს ალენია, რამდენიმე დღის წინ გუნდის იჯარით დატოვებასთან ახლოს იყო. 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ფეხბურთელის დამატება “რეალ ბეტისმა” სცადა. თავად ალენია ლა ლიგაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღებაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ მოსალოდნელი შეთანხმება კატალონიურმა კლუბმა დაბლოკა, იმ მიზეზით, რომ სხვა ტრანსფერები დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო და ალენიას წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვის ხაზში, შეიძლებოდა, პრობლემები შექმნილიყო. 

21 წლის ფეხბურთელი, რომელიც “ბარსას” პირველ გუნდში წინა სეზონში დაწინაურდა, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2019, 01:10

    სად უნდა წასუიყო კაცო ეს კი არა რაკიტიჩია გასაშვები