რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” ქალთა გუნდმა მადრიდის “ტაკონი” გამანადგურებელი ანგარიშით, 9:1 დაამარცხა. ამაზე ფლორენტინო პერესმა კომენტარი გააკეთა.
“თუ ბორდის წევრები ამის ნებას დაგვრთავენ, ქალთა გუნდს შევქმნით და მის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ.”
“9:1? იმ დღეს, ესპანეთის საუკეთესო გუნდი ახლახან დაწინაურებულ კოლექტივს ეთამაშა. გვინდა, გუნდის შენება საძირკველიდან დავიწყოთ.” – ციტირებს ფლორენტინო პერესის სიტყვებს Sport.



