ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ, შეაქო “წყალქვეშა ნავების” ფორვარდი, ჯუზეპე როსი, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო “მანჩესტერ იუნაიტედში”. როსი ამჟამად “ვილიარეალისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.
“იმედი მაქვს, გავრცელებული ხმემი, იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია იტალიელი ჯუზეპე როსით, მართალია. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ წლების განმავლობაში ერთად ვასპარეზობდით ინგლისში, კერძოდ “მანჩესტერ იუნაიტედში”, არამედ იმიტომ, რომ იგი უმაღლესი დონის ფორვარდია, ერთ–ერთი საუკეთესო ევროპაში. ესპანეთის ჩემპიონატში, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც მის შეჩერებას შეძლებს”. დაასრულა ხერარდ პიკემ.