Prime Time Sport-ის ხელმძღვანელმა, ესტევე კალსადამ ევროპის უდიდესი კლუბების ტრანსფერების, ფინანსების ანალიზის და მონაცემების შეგროვების შედეგები გაასაჯაროვა.
როგორც ცნობილი გახდა, ლა ლიგის კლუბებმა ამ ზაფხულში დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო დახარჯეს. ანტუან გრიზმანის, ედენ აზარის, ჟუან ფელიშის და სხვა ტრანსფერების ჯამურმა ღირებულებამ ესპანეთის ჩემპიონატის აქამდე მოქმედ რეკორდს ბევრად გადააჭარბა. თუმცა, ეს მაჩვენებელი პრემიერ ლიგის დანახარჯებთან ახლოს მაინც არ არის: ბრიტანელებმა 1.5 მილიარდი გადაიხადეს.
მესამე ადგილს 1.17 მილიარდით იტალიის სერია ა იკავებს.
ესპანეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მადრიდის “რეალს” ჰქონდა (305 მილიონი), მეორე პოზიცია კი “ბარსელონამ” 255 მილიონით დაიკავა.




მაგიტომაც იქნება წელს ძაან დაძაბული ლა ლიგა აფსოლიტურად ყველა გუნდი გაძლიერდა