workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
“იუვენტუსი” ნეიმარისთვის ბრძოლას უბრუნდება

“იუვენტუსი” ნეიმარისთვის ბრძოლას უბრუნდება

იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” ნეიმარის იჯარით დამატებას ცდილობს, “რეალი” კი კატალონიელთა წარუმატებლობას ელოდება, ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსი” ბრუნდება.

მადრიდული AS-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონი” პსჟ-ს მომხიბვლელ წინადადებას სთავაზობს – პაულო დიბალას და დაახლოებით 100 მილიონ ევროს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ნეიმარის სწორედ დიბალათი შეცვლა სურს და არაა გამორიცხული, ფრანგები ამ შეთავაზებით მოიხიბლონ. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ბრაზილიელის “ბარსელონაში” დაბრუნება არ უნდათ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “იუვე” ნეიმარს პსჟ-ში არსებული ხელფასის შენარჩუნებას სთავაზობს, რაც ფეხბურთელისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს.

იტალიის ჩემპიონს პრობლემას ფინანსური ფეარ ფლეი უქმნის. ნეიმარის ტრანსფერისთვის 100 მილიონის გამოსაყოფად ტურინელებს, დიბალას გარდა, 3-4 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ. საუბარია გონსალო იგუაინზე, მარიო მანჯუკიჩზე, ბლეზ მატუიდიზე და დანიელე რუგანიზე.

“იუვე” ნეიმარისთვის ბრძოლას უბრუნდება, “ბარსა” პსჟ-ს იჯარაზე დაყოლიებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, “რეალი” კი პარიზელთა ამჟამინდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს და სიტუაციის შეცვლას ელოდება.

როგორც ჩანს, წინ დაძაბული 2 კვირა გველის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • basa7
    schedule 20 აგვ 2019, 16:19
    #5

    აუ ბართომეუ შენი დედაც რა, ან იყიდე და ან მოკეტე ერთხელ და სამუდამოდ

  • neymari xo mara zamena agar iqneba
    schedule 20 აგვ 2019, 14:06
    #4

    ეს თუ ვერ მოყავდათ კოუტინიოს რაგატო უშვებდნენ . ესეც თუ არ მოვიდა პიზდეცია მაშინ ძაამ ვინგა უნდა იტამაშოს მარტო მესიმ🤷‍♀️🤷‍♀️

  • antoine griezmann
    schedule 20 აგვ 2019, 14:05
    #3

    ციტატა: Messiah

    ციტატა: antoine griezmann

    ციტატა: Messiah

    ციტატა: visca neymar
    ნეიმარი თუ არ მოვიდა ჩათვალეტ უტიტულოდ დავრჩით

    :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ მდააჰჰ


    რაარი სასაცილო? არა დემბელე ულიდერებს გუნდს საჭირო მომენტებში, თან ასე გაკვირვებით? დდდ საოცრებაა პირდაპირ.

    დემბელეს დედასაც ვტენე… და ნეიმარის ნალიდერებ გუნდსაც ზედ გადავასხი კიდე )


    აუფ, ის ისტორიული ქამბექი რომლითაც ვამაყობთ მე გავაკეთე კაცო? დდდ ნუ მარტო მან არ გააკეთა რასაკვირველია, მარა დიდწილად მისი დამსახურებაა ხელმოწერაზე რო გაქვს დაწერილი დდდ

  • antoine griezmann
    schedule 20 აგვ 2019, 13:39
    #2

    ციტატა: Messiah

    ციტატა: visca neymar
    ნეიმარი თუ არ მოვიდა ჩათვალეტ უტიტულოდ დავრჩით

    :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ მდააჰჰ


    რაარი სასაცილო? არა დემბელე ულიდერებს გუნდს საჭირო მომენტებში, თან ასე გაკვირვებით? დდდ საოცრებაა პირდაპირ.

  • visca neymar
    schedule 20 აგვ 2019, 13:23
    #1

    ნეიმარი თუ არ მოვიდა ჩათვალეტ უტიტულოდ დავრჩით