“ბარსელონას” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება Sport.
წყაროს ცნობით, ვიდალი “ბარსელონაში” ბედნიერია და ის ერნესტო ვალვერდესაც მოსწონს, ამიტომ არტურო კლუბის დატოვებას არ აპირებს.
მას შემდეგ რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მზად იყო ვიდალი 20 მილიონ ევროდ გაეყიდა, არტუროს აგენტს “ინტერის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, თუმცა ჩილელმა ნახევარმცველმა იტალიაში გადაბარგებაზე უარი თქვა და აგენტს შეატყობინა, რომ სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები არ განიხილოს.


ეს კაცი არც არის გასაშვები უნდა წავიდეს ალენია რაკიტიჩი რაფინია დემბელე და მოვიდეს ნეიმარი მორჩა ბაზარი 👌