არტურო ვიდალი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში აღარ შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი შანსია, ჩილელმა ფეხბურთელმა “ბარსელონა” უახლოეს მომავალში დატოვოს.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დატოვება მის პირდაპირ გეგმებში არ შედის, ვიდალი მილანის “ინტერში” გადასვლაზე ფიქრობს.
მას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კარგი ურთიერთობა აქვს და “ნერაძურიში” ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იქნება – “ბარსაში” მისი ხელფასი 7 მილიონი ევროა, ინტერში კი სულ რაღაც 6 მილიონი.


