“კასტილიის” (“რეალის” მეორე გუნდი) მწვრთნელმა, ალბერტო ტორილმა ინტერვიუ მისცა “მარკას”, სადაც განაცხადა, რომ “რეალის” აღზრდილები ბევრად კარგად მოიყურებიან, ვიდრე “ბარსელონასი”. თავის აზრს იმით ამართლებს, რომ “სამეფო გუნდის” აღზრდილები უფრო მრავალფეროვან ფეხბურთს სთავაზობენ პუბლიკას ვიდრე “ბარსა ბ”.
“როდესაც ამბობენ, რომ “ბარსელონას” ყველა ასაკობრივი გუნდი ერთი ფილისოფიით თამაშობს, მართალია. ეს, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა. ჭეშმარიტებაა ის, რომ გუნდის აღზრდილები ძალიან მარტივად გადიან ადაპტაციას პირველ გუნდში, რაც შემდგომ წარმატებებს განაპირობებს. მაგრამ ეს ერთის მხრივ ცუდია, “ბარსას” აღზრდილები რთულად ეგუებიან სხვა სისტემებს, თუ “ბლაუგრანას” სკოლაში მიდის ბავშვი, მისთვის რთულია იქიდან სხვა კლუბში გადასვლა, რადგანაც სხვა სამყაროში გადადის. ამ მხრივ, “რეალის” კანტერანოები ბევრად უკეთ იზრდებიან. ამ მიზეზით, ვთვლი, რომ ჩვენ კანტერა ჯობია “ბარსელონას” სკოლას”. დაასრულა ალბერტო ტორილმა.


