“ნიმთან” მატჩის შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები ნეიმარის მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე საუბარს თავს არიდებდნენ.
მარკო ვერატი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვით გაკვირვებული დარჩა: “შეურაცხმყოფელი შეძახილები ნეიმარის მიმართ? არაფერი გამიგია. ჩვენ მასთან ძალიან ახლოს ვართ. ნეიმარი პსჟ-ს ბევრჯერ დაეხმარა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი ამბავი მალე უნდა გადაწყდეს? არ ვიცი.”
ნეიმარზე საუბარს თავი მარკინიოსმაც აარიდა: “ნეიმარი? ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. დანარჩენზე კი კლუბის სპორტულმა განყოფილებამ უნდა იმუშაოს. მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც მოედანზე ხდება და არა ტრანსფერებზე.”
აბდუ დიალომ მომხდარზე მცირე კომენტარი გააკეთა: “გულშემატკივარი თამაშის ნაწილია. ამ მომენტისათვის ნეიმარი ჩვენთან არის და ამით ბედნიერები ვართ, რადგან ის შესანიშნავი მოთამაშეა.” – ციტირებს “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელების სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზული კლუბის დატოვებასთან ახლოსაა და შესაძლოა, ის მომავალ სეზონში “ბარსელონაში” ვიხილოთ.



რა საკითხზე
Dazustebit ar ewera, turme es kaci ar yofila neimaris advokati, ubralod psg-s yavda daqiravebuli, ert-erti yvelaze dzlieri da avtoritetuli advokatia espanetshi,mokled bolos sadgac mainc gadava psg-shi eg ar darcheba
რა საკითხზე
Martalia am advokats miugia monawileoba neimaris transfershi, magram dges turme sul sxva sakitxze yofila misuli "CADENA SER"
:gvegadavebian tipebi
Сестра Неймара назвала фанатов «ПСЖ» ублюдками. Они вывесили баннер с текстом «Неймар, проваливай».
«Что за отвратительные люди, у которых нет ни капли уважения! И вы еще хотите, чтобы мой брат остался в вашей команде! Вы ничего не выиграете без него. Ублюдки»,- написала Рафаэлла в твиттере, но вскоре удалила твит.