workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაკა: “რეალს” შეუძლია “ბარსალონას” დამარცხება

კაკა: “რეალს” შეუძლია “ბარსალონას” დამარცხება

2007 წლის საუკეთესო და ამჟამად მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში, “ატლეტიკს” დუბლი შეუსრულა და კვლავ დაამტკიცა, რომ იგი კვლავ ერთ–ერთი ბრწყინვალეა.

“რა თქმა უნდა შეუძლია “რეალს” “ბარსელონას” დამარცხება”. –ასე დაიწყო მან თავისი მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.

“მთავარი მონდომებაა. თუ მოინდომებ და იბრძოლებ, წარმატებასაც მიაღწევ. მაგრამ “კლასიკომდე” “ტოტენჰემთან” გვაქვს სათამაშო და ამაზე გვაქვს გადატანილი კონცენტრაცია. რაც შემეხება მე, ტრავმის შემდეგ ვცდილობ დროზე შევიდე ფორმაში. კვლავ ვთამაშობ ფეხბურთს და ამით სიამოვნებას ვიღებ. უნდა ვაღიარო, რომ ერთი რამ ძალზედ მაწუხებს: მე “რეალის” გულშემატკივრებთან ვალში ვარ. ჯერ პრაქტიკულად არაფერი გამიკეთებია კლუბისთვის და ვეცდები ეს ყველაფერი გამოვასწორო.” –განაცხადა ბრაზილიელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში