workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” არმეროს აკვირდება

“ბარსა” არმეროს აკვირდება

იტალიური “უდინეზეს” კოლუმბიელი მცველი, პაბლო არმერო მომავალი სეზონიდან შესაძლოა “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს. 24 წლის მოთამაშეს, კატალონიელები დიდი ხანია აკვირდებიან და ამ დღეებში ოფიციალურ წერილსაც გააგზავნიან იტალიაში მისი ტრანსფერის შესახებ.
ამ სეზონში არმერომ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის შეგდებაც მოახერხა, რაც მცველის კვალობაზე ცუდი მაჩვენებელი არაა. რაც შეეხება საერთოდ, მის კარიერას, მან პირველად პროფესიონალურ დონეზე 2004 წელს ითამაშა. იგი 4 წლის მანძილზე “ამერიკა კალის” ღირსებას იცავდა, სადაც 108 შეხვედრაში 6–ჯერ აიღო მეტოქის კარი. შემდეგ 1 წელი “პალმეირასში” გაატარა. სწორედ იმ დროს მიიპყრო იტალიელების ყურადღება და გადაბარგდა კიდეც ევროპაში. კოლუმბიის ნაკრებში არმეროს 14 თამაში აქვს ჩატარებული.
როგორც ცნობილია “უდინეზეს” ხელმძღვანელობა პაბლოში 4 მილიონ ევროს ითხოვს.

ეს კი მისი ულამაზესი გოლი “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშისას.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში