სერჟი რობერტო: ნახევარდაცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი

სერჟი რობერტო: ნახევარდაცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი

“ბარსელონას” ესპანელმა უნივერსალმა, სერჟი რობერტომ, “არსენალთან” გუშინ გამართული თამაშის (2:1) შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც იაპონიაში, მაგრამ საკუთარ გულშემატკივრებთან კვლავ შეხვედრა მაინც კარგი იყო.

ნახევარდაცვაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. გამიმართლა, რომ ლუის სუარესს საგოლე პასი გავუკეთე. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ამ ეპიზოდში შეტევის დასრულება უფრო რთული იყო, ვიდრე პასის გაკეთება.

ახლა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი კვირის გატარებით, წინასასეზონო მზადებას დავასრულებთ და ახალ სეზონს ფორმაში შევხვდეთ.” – ციტირებს რობერტოს სიტყვებს Mundo Deportivo.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    06 აგვ 2019, 05:32

    იმედია აღარ დაგინახავ მარჯვენა კრაიზე დაცვაში

  • nelson semedo 2
    05 აგვ 2019, 20:05

    Naxevardacvashi namdvilad kargia 👌👌

  • messi and iniesta
    05 აგვ 2019, 15:49

    აბა შენ იცი სერხიო

  • Bola
    05 აგვ 2019, 15:46

    რეალურად რიკი პუჩი ალენია დე იონგი არტური… ამ რაოდენობის ახალგაზრდებით თავისუფლად შეიძლება ნახევარმცველების პოზიციების სრულად შევსება. პლიუს ბუსკეცი ზემოდან. რაფინია უნდა წავიდეს… რაკიტიჩს და ვიდალს რაც შეეხება ძაან საჭირო ხალხია დიდი თამაშებისთვის მაგრამ ამ ახალგაზრდებს განვითარების შანსს უმცირებენ. იმათგან გვარდიოლა ახალ ლეგენდებს დააყენებდა და ბევრ დროს მიცემდა ნარა ვალვერდე არაა მაგის კაცი. მშიშარაა და ისევ გამოცდილ ნახევარცმველებს ენდობა. ამას პლიუს კოუტინიოს და სერხი რობერტოს ფაქტორი. სერხი საჭირო კაციაა.. ლამასიელია… უნივერსალია და არავიზე ნაკლები არაა. არც გამოცდილება აკლია უკვე. აი კოუტინიზე კი ან შეთანხმდნენ სად ითამაშებს ან დააყენონ საშუელი და გაუშვან თორე მეცოდება.

  • El pistolero 9
    05 აგვ 2019, 15:23

    მაგარი პასი გააკეთა საღოლ სერხი