workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” კიდევ ერთი “გამოგონება”

“ლა მასიას” კიდევ ერთი “გამოგონება”

“ალმერიასთან” მატჩის შემდეგ, მსურდა ტიაგო ალკანტარაზე სტატია დამეწერა. შეიძლება იგი ჯერ ვერ ბრწყინავს ისე, როგორც მის ასაკში ლიონელ მესი, მაგრამ ერთი რამ ნამდივლად შეინიშნება, მოედანზე გამოსვლისას ყველანაირ კომპლექსს იხსნის და ტოლს არაფერში უდებს დიდ ფეხბურთელებს. გუშინდელ მატჩში ტიაგო ძალიან აქტიური იყო, იბრძოდა ყველა ბურთზე თავგანწირვით, ახორციელებდა ტექნიკის დემონსტრირებას და აკეთებდა გამოზომილ გადაცემებს. ეს ყველა მონაცემი ერთ ფეხბურთელში დამეთანხმებით და იშვიათობაა, მაგრამ “ლა მასიას” ამის მეტი აქვს რამე ნანახი? განა მან არ გამოზარდა მესი, ინიესტა, ჩავი და სხვ.?

სწორედ ამ შენობაში იზრდებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს მსოფლიოს აზანზარებენ და ყველასათვის არასასურველი მეტოქეები არიან. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ “ბარსა” თავისი ფილოსოფიის ერთგულია, სწორედ “ლა მასიას” წლად შერაცხეს წლევანდელი სეზონი. ახლა რაც შეეხება ტიაგოს, იგი “ბარსა ბ”–ში ასპარეზობს და გუნდის ერთ–ერთი ლიდერია. იგი ჩავის ანალოგია კანტერაში. სწორედ იგი მოიაზრება ლეგენდარული “ექვსიანის” შემცვლელად, რაც არავის უნდა სწყიდნეს, რადგანაც ჩავი “საფეხბურთო ასაკშია”, ტიაგო კი დიდი მიზნებისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვით 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟია, თავის თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, ემორჩილება პეპ გვარდიოლას და სწორედ ამიტომ დღეს არ არის პირველი გუნდის წევრი, მაგრამ შრომობს ძალიან ბევრს და შემდეგ სეზონში იგი 99%–ით გააფორმებს მთავარ გუნდთან კონტრაქტს. ამას მოუთმენლად ელის უამრავი “კულე”, მათ შორის მეც.

ტიაგო ალკანტარამ 2–ჯერ მიიღო “ალმერიას” წინააღმდეგ შეხვედრებში მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში სამეფო თასის განმეორებით მატჩში, სადაც გვარდიოლამ გადახალისებული შემადგენლობით გაილაშქრა “ალმერიელებზე”. ამ თამაშში ტიაგო გუნდის ლიდერი იყო და გოლის გატანაც მოახერხა. გავიდა რამდენიმე თვე და პეპმა იგი კვლავ ძირითადში დააყენა და ისევ “ალმერიასთან”, ოღონდ ეს მატჩი ლა ლიგას ეკუთვნოდა. ტიაგომ აქაც მოახერხა თავისი თავის წარმოჩენა და გაიტანა გოლი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ორივე თამაშში, ალკანტარამ თავით შეაგდო ბურთი. ასე, რომ წარმატება ვუსურვოთ ამ პრესპექტიულ მოთამაშეს და მალე დაემკვიდრებინოს ადგილი ძირითად გუნდში.

 

ახლა კი მისი გოლები “ალმერიას” წინააღმდეგ.

1) სამეფო თასის შეხვედრა

2) ლა ლიგის შეხვედრა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=zlHujpCAf7A]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=o3zNP7MEwZE]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში