workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსის ინტერვიუ. ნაწილი II

ბუსკეტსის ინტერვიუ. ნაწილი II

სერხიო ბუსკეტსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გავლენიან გამოცემა “სპორტს”. იგი ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველია, თუმცა შესანიშნავად გაიარა ადაპტაცია ცენტრალური მცველის როლშიც.

– იყო თუ არა თამაში რთული, არა იმ გაგებით, რომ “ვილიარეალი” მაღალი დონის კლუბია, არამედ კვირის განრიგით?

–  დიახ, ძალიან რთული იყო. ჩვენ დატვირთული კვირა გვქონდა, ამას დაემატა რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი და ჩავის დისკვალიფიკაცია. ჩვენ მუდამ მოგებაზე ვფიქრობთ, თუმცა ისეთ გუნდებთან, როგორიც “ვილიარეალი” არის ძალიან რთულია თამაში, მათ მოგების გარდა არაფერი ჰქონდათ დარჩენილი და 90 წუთის განმავლობაში იხარჯებოდნენ. ჩვენ ვიცოდით ამ მოგების მნიშვნელობა და შევძელით ამის გაკეთება.

– რას იტყვით იმ სკანდალზე, რაც მოჰყვა როსელის განცხადებას, რომ “ბარსელონა” 5:0 მოუგებს “რეალს” სამეფო თასის ფინალში?

– ჩვენ თავს ვიკავებთ ასეთი კომენტარებისგან. ჩვენ ვართ მცოდნენი და თავმდაბალნი, ვაფასებთ მეტოქესა და მათ ინტერესებს. სანდრომ ბოდიში მოიხადა ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არავის გაღიზიანება არ სურდა.

– “RAI”–ს განცხადებით პეპ გვარდიოლა მიდის…

– ჩვენ ფოკუსირებას მხოლოდ იმაზე ვახდენთ, რაც ხდება გასახდელში. ყველას კარგი უნდა გუნდისთვის. მან პრეს–კონფერენციაზე ახსნა რაც მოხდა.

– ტიაგო აპირებს პირველ გუნდში გადმოსვლას…

– ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება გუნდისთვის, საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ამ ნაბიჯით მას დაეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა. ის ძალიან ახალგაზრდაა და ესაჭიროება პროფესიული ზრდა, ისევე, როგორც ყველას.

– ის მე–5 ყვითელი ბარათი, რომლის დახმარებითაც ითამაშებთ “კლასიკოში”, მაგრამ გამოტოვებთ მატჩს “ალმერიასთან”, დაგეგმილი იყო თუ არა?

– მატჩი დასრულდა და რაც მოხდა მოხდა. როდესაც 4 ბარათი გაქვს, ნიშნავს, რომ ხისტი ფეხბურთელი ხარ და დიდი შანსია მე–5–ც მიიღო.

– მიუხედავად “შახტართან” 5:1–სა, მათ მაინც უდიდესი წინააღმდეგობა გაგიწიეს…

– დიახ, ეს თამაში ნამდვილად არ იყო ადვილი. ჩვენ ვიცოდით რა რთული თამაშიც გველოდა. ისინი ძალიან ძლიერები არიან დაცვაში, არიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში და ბრაზილიელები, ისინი უბრალოდ არ იღლებიან. მათ ყველანაირი წინაპირობა აქვთ გამარჯვებისა და ჰყავთ არაჩვეულებრივი მწვრთნელი.

– “რეალი” 4:0 “ტოტენჰემი”, “ბარსელონა” 5:1 “შახტარი”. ნახევარფინალისტების ვინაობა გარკვეულია…

– ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ჩვენ გასვლაზე ვთამაშობთ დონეცკში.

– სტატისტიკოსები აცხადებენ, რომ “ბარსელონა” ოთხივე მატჩს ვერ მოუგებს “რეალს”…

– ჩვენ ასეთ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მხოლოდ ლა ლიგასა და სამეფო თასზე ვფიქრობთ. დავამატებ იმას, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი “ბარსელონასა” და “რეალის” ნახევარფინალში ასპარეზობა. თუ შევხვდებით, მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის.

–  ბოლო 5 თამაშში 4 მოგება და 1 ფრე გაქვთ…

– მთავარია, რომ შემდეგი მატჩები მოვიგოთ. ფორტუნა ყოველთვის ჩვენს მხარეს ვერ იქნება. ჩვენ არ ვართ დაუმარცხებელნი.

– ამხნევებთ თუ არა მესისა და ვილას? მათ რამდენიმე მატჩია გოლი არ შეუგდიათ…

– ისინი ადამიანები არიან და არა მანქანები. მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ ორივე გაიტანს.

– აბიდალის ხილვა გასახდელში დიდი ფიქოლოგიური მხარდაჭერა იქნება…

– მისი ყოველდღე გასახდელში ყოფნა არის მორალური პლიუსი ჩვენთვის.

– მიკი რუკმა ითამაშა თქვენთან ერთად ლეიდაში…

– მის შემთხვევაში საქმე რთულად მიდის. აბიდალი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს. რაც შეეხება მიკის, მისი საქმე ნელ–ნელა მიიწევს წინ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვესაუბრე კიდეც ცოტა ხნის წინ.

P.S. ესეც მეორე ნაწილი…  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში