პუიოლის და აბიდალის ტრავმებმა, ასევე სერხიო ბუსკეტსის დისკვალიფიკაციამ, გამოიწვია ის, რომ ჩვენ ვიხილავთ პიკე–ფონტასის ტანდემს. ისინი განთავსდებიან დაცვის ცენტრში. როგორც ჩანს, გაბრიელ მილიტო ასეთ შემთხვევაშიც სათადარიგოზე იჯდება, თუმცა მეტად სავარაუდოა მისი ხილვაც.
დღევანდელ თამაშში დისკვალიფიკაცია აქვთ ვალდესსა და ბუსკეტს, მათ კი ჩაანაცვლებენ პინტო და მასკერანო. ბოლოს გავრცელებული ხმების თანახმად, არ არის გადაწყვეტილი პინტოს თამაში, ასეთ შემთხვევაში კი “ბარსას” კარის დაცვის პატივი რუბენ მინიოს ერგება. სავარაუდო შეამდგენლობა კი ასე გამოიყურება: პინტო(მინიო), ალვეში, პიკე, ფონტასი, ადრიანო, მასკერანო, ინიესტა, ჩავი, პედრო, მესი და ვილია.



