მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ბაიერნის” ვარსკვლავით დაინტერესდა

“ბარსელონა” “ბაიერნის” ვარსკვლავით დაინტერესდა

“ბარსელონამ” დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად კიდევ ერთი კანდიდატი შეარჩია – მიუნხენის “ბაიერნის” 27 წლის ავსტრიელი უნივერსალი დავიდ ალაბა.

კატლაონიური კლუბი ალაბას დიდი ხანია აკვირდება, მაგრამ მიუნხენელები, აქამდე, მოლაპარაკებების გამართვაზე უარს ამბობდნენ. ახლა სიტუაცია იცვლება – ავსტრიელ ფეხბურთელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, ის ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “რეკორდმაისტერი” იძულებულია ალაბას გაყიდვაზე დაფიქრდეს.

დავიდ ალაბა “ბაიერნში” 2008 წლიდან ირიცხება. 2010 წლიდან ის მიუნხენელთა პირველ გუნდში გამოდის, რომლის მაისურით ჩატარებულ 344 თამაშში 29 გოლი გაიტანა.

ავსტრიელ ფეხბურთელს თამაში როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (12)

  • kortoxa23
    schedule 19 ივლ 2019, 20:45

    ალბასთვის ესეთი დონის კონკურენტი არაა საჭირო, ბაიერნიდან თუ ვინმეს მოვიყვანდი ეს კიმიხია, ბარსელონას მარჯვენა მცველის პრობლემა აქ, სემედუს კარგი ტექნიკისა რეალურად სუსტი წერტილია

  • king artthur
    schedule 19 ივლ 2019, 19:26

    თუ მოიყვანენ ძალიან კარგი მაგრამ არამგონია… ეს თუ არა მაშინ რიკარდო როდრიგესია საყიდელი

  • GIo-GxP-FCB
    schedule 19 ივლ 2019, 17:06

    ნეიმარის ტრანსფერზე მეტად გამართლებული ტრანსფერი იქნება თავდასხმაში ყველაფერი მაგრად გვაქვს მარცხენა მცველი და კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი (კოუტინიოს წასვლის შემთხვევაში) აუცილებელია და საუკეთესო შემადგენლობა იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2019, 15:54

    დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას ბარსაში ნეტა მოიყვანონ

  • Arthur8
    schedule 19 ივლ 2019, 14:38

    Rato ajvavt albas vegavige erti tamashi ro chaagdo livertan? Kacs zamena aryavs ise chaatara mteli sesoni ushecdomat ertxel veritamasha da gasayidia dafirdit cota da martla vinc gasayidia gundida imaze tqvit albas sul ro cali fexi arqondes imfeniaq gaketebuli chveni sayvareli gubdistvis danise uyvars basca ro memgoni chven pativiscrmas imsaxurebs

  • JasoN
    schedule 19 ივლ 2019, 14:25

    ნეტა ეს ზღაპრების წერა არ მობეზრდათ უცხოელ გაზეთებს?

    ვერ გავიგე ამ ალბას ერთი ლივეპულთან ვერ გატანილი გოლი არ აპატიეთ გულშემატკივრებმა და დემბელეს ცარიელ კაეში ვერ გატანილი გოლის გამო გენანებათ გაშვებაა? ეგ თქვენი დემბელე დიდი ვერაფერი ვერ გამოვა თორე აგერ ნახავთ და დარჩება სამუდამოდ პერსპეკტიულ მოთამაშედ!!!

  • El pistolero 9
    schedule 19 ივლ 2019, 14:16

    ესენი დემბელეს ჩართვას მოითხოვენ ტრანსფერში და არ მემეტება დემბო.თან სკამზეც დაჯდება რო.მაგას ჯობია ფირპო ვიყიდოთ.ისე ზე დონეა.

  • dima359
    schedule 19 ივლ 2019, 14:00

    ციტატა: pd10
    ალბას ნაღდად მირჩევნია პირადად მე, მესის გარდა მაინც დაინახავს ეს ვინმეს მოედანზე:)


    რას ერჩით ამ ალბას ვერ გავიგე, მთელი სეზონი შეუცვლელად თამაშობს უმაღლეს დონეზე, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა. გოლები მესის გააქვს და რათქმაუნდა მესის უკეთებს ყველაზე მეტ ასისტს.

  • dima359
    schedule 19 ივლ 2019, 13:54

    ციტატა: Visca el barca

    ციტატა: Don_Andresito
    es kia magari mara baierni moxevs erti 80 s


    ალბას შემყურე მე პირადად გადავიხდიდი, რელურად მარტო მესიზე თამაში იცის მეტი არაფერი


    მესიზე თამაში კი არ იცის ალბამ, მესი იხსნება უკეთესად და მესი ათამაშებს ალბასთან ბურთს. თორე ალბასთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინც უკეთეს პოზიციაშია და ვისაც მეტი შანსი აქვს გოლის გატანის იმას აძლევს პასს… დემბელე და სუარესი 80%-ს "მაზავენ" და კოუტინიო საერთოდ ვერ ამწვავებს შეტევებს…

  • pd10
    schedule 19 ივლ 2019, 13:05

    ალბას ნაღდად მირჩევნია პირადად მე, მესის გარდა მაინც დაინახავს ეს ვინმეს მოედანზე:)

  • Visca el barca
    schedule 19 ივლ 2019, 12:29

    ციტატა: Don_Andresito
    es kia magari mara baierni moxevs erti 80 s


    ალბას შემყურე მე პირადად გადავიხდიდი, რელურად მარტო მესიზე თამაში იცის მეტი არაფერი

  • Don_Andresito
    schedule 19 ივლ 2019, 12:26

    es kia magari mara baierni moxevs erti 80 s