მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ჩავი სიმონსს კარგავს

“ბარსელონა” ჩავი სიმონსს კარგავს

“ბარსელონამ”, შესაძლოა, “ლა მასიას” კიდევ ერთი ტალანტი, ჩავი სიმონსი დაკარგოს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, 16 წლის ფეხბურთელი “ჟუვენილ ბ”-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. ის თანატოლებზე მაღალ ხელფასს ითხოვს, რაც “ბარსელონაში” მიუღებელია. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის უკან მისი ცნობილი აგენტი, მინო რაიოლა დგას. თავდაპირველად, “ბარსელონამ” სცადა, რომ მოლაპარაკებები ჩავის მამასთან ეწარმოებინა, მაგრამ რაიოლა საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთო.

დიდი ალბათობით, თუ კლუბი რაიოლას მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ჩავი სიმონსი გუნდს დატოვებს. მას უკვე აქვს სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები. ერთ-ერთი მათგანი “პარი სენ-ჟერმენია”.

სიმონსი თავის ასაკთან შედარებით საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა ჰოლანდიელი მომავალ ფეხბურთის ვარსკვლავად მოიაზრება. მას ახალ ინიესტას და ჩავის უწოდებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • Albicelecte
    schedule 19 ივლ 2019, 00:17

    https://en.wikipedia.org/wiki/Regillio_Simons
    აი ეს მზეთამზე ნეიმარი უფროსის ჰოლანდიური კლონი და მინო რაიოლას ნაძირალა პაძელნიკი

    ბავშვით ათეულობით მილიონების ჩაჯიბვა მოინდომა და თავისზე უარეს ღორს შეეკრა
    imp rage