workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს

ინიესტა განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს

როგორც იცით, გუშინ, ანდრეს ინიესტამ ყვითელი ბარათი მიიღო და იგი გამოტოვებს განმეორებით მატჩს, რომელიც სამშაბათს უკრაინაში გაიმართება ”შახტარის” წინააღმდეგ. 

მატჩის მე-60 წუთზე, როდესაც ”ბარსა” 3:0 იგებდა მათი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ერთდერთი ფეხბურთელი, რომელიც კედელში დადგა ინიესტა იყო, თუმცა მან ის საჭირო დისტანცია არ დაიცვა რაც გათვალისწინებლია საჯარო დარტყმების დროს. მსაჯმა მას მოუწოდა უკან დაეხია, მაგრამ იგი უკან ფეხს არ იცვლიდა და სწორედ ამიტომ შოტლანდიელმა არბიტრმა ჯიბისკენ ხელი წაიღო და ესპანელს ყვითელი ბარათი უჩვენა. 

ალბასეტელი ნახევარმცველი ერთადერთი იყო ”ბარსადან” ვისაც ყვითელის შემთხვევაში მომდვენო შეხვედრის გამოტოვება უწევდა და თუ ვივარაუდებთ, რომ ”ბარსას” პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ინიესტამ ეს განგებ გააკეთე, რადგან უკრაინაში თამაში ფორმალობაა და გამორიცხული არაა თავად გვარდიოლასაც არ სურდა ნახევარფინალს დაკლებოდა ანდრეს ინიესტა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში