ოფიციალურად დადასტურდა, რომ 25 წლის მეკარე, ადრია ორტოლა, თავისუფალი აგენტის სტატუსით “ტენერიფეს” შეუერთდა.
ორტოლა “ბარსელონას” ფეხბურთელი 2013 წლიდან იყო, თუმცა პირველ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და კატალონიელებმა კონტრაქტის გახანგრძლივება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.
ადრია ორტოლა წინა სეზონში ლა კორუნიის “დეპორტივოში” გამოდიოდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
“ტენერიფე” ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს – “ბარსა ბ”-ზე ერთი ლიგით მაღლა.



მუხბე მუშვან ხია?
ავე სი ჯიხალ მახე კლუბისკა ხოჩამდ ლახტრელად
წარმატებები