ჰიროკი აბე “ბარსელონა ბ”-ს შეუერთდა. თუმცა არის კიდევ ერთი იაპონელი, რომელსაც კლუბი აკვირდება, მაგრამ ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ეს ჯუნ ნიშიკავაა, იგი ნახევარმცველად “ცერეზო ოსაკაში” თამაშობს.
ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი მისი ასაკია. ნიშიკავა ჯერ 17 წლისაა და კანონის გათვალისწინებით “ბარსელონა” მას 18 წლამდე ვერ შეიძენს. სავარაუდოდ, იაპონელი კლუბს 2020 წლის 21 თებერვლის შემდეგ შეუერთდება, როცა იგი სრულწლოვანი გახდება.
“ბარსელონა” აზიელ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს. მას უკვე ჰქონდა დებიუტი იაპონელთა 20-წლამდელების ნაკრებში. აღსანიშავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მან სათადარიგოთა სკმაზე დაიწყო, მაგრამ ძირითადის მოთამაშის სტატუსიით დაასრულა.
“ოსაკას” ესპანელი მწვრთნელი ანხელ ლოტინა ფეხბურთელს ძალიან აქებს და მასში დიდ პოტენციალს ხედავს.




შეილაგეს ამ აზიელებით უკვე
ჩემპიონთა ლიგა აღარ გამოდის და ბაშოს მოგებას აწვებიან))