“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ LeParisien-თან ინტერვიუში ნეიმარზე ისაუბრა.
რა პრობლემაა ნეიმარსა და პსჟ-ს შორის?
“დღეს ის ვარჯიშზე არ ყოფილა. ნეიმარი უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოსულა. თუმცა, მან იცოდა, რომ ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო. ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ – ამას ნებისმიერი თანამშრომლის შემთხვევაშიც გავაკეთებდით.”
ამის ახსნა გააქვთ?
“ეს ყველაფერი ნეიმარის კომერციულ საქმიანობას უკავშირდება – მის სპონსორებს, მაგრამ ის კლუბს სხვა თარიღებზე შეუთანხმდა. ამის მიუხედავად, მან ბოლო თამაში 6 ივნისს ჩაატარა, ხოლო შვებულება 8 ივლისამდე იყო. ის ვარჯიშზე არ მოსულა.”
დაუბრუნდება თუ არა ნეიმარი ვარჯიშს?
“არ ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ ის დათქმულ დროს არ მოსულა, 8 ივლისს.”
გამოთქვა თუ არა ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი?
“ეს ყველასთვის ნათელია… მაგრამ ფეხბურთში, დღეს ერთს ამბობ, ხვალ მეორეს. ეს გასაოცარია, თუმცა ასეა.”
როცა სპორტულ დირექტორად დაინიშნეთ, ნეიმარს ესაუბრეთ?
“დიახ, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი. მის გარემოცვასაც ვესაუბრეთ. ყველამ ყველაფერი იცის. დღეისათვის, დარწმუნებით, ერთი რამის თქმა შემიძლია – მას კონტრაქტით ჩვენთან კიდევ სამი წელი აკავშირებს და რადგანაც არანაირი შემოთავაზება (მის ტრანსფერზე) არ მიგვიღია, ვერაფერს ვიტყვით.”
რატომ უნდა მას კლუბის დატოვება?
“ამაზე უკვე გიპასუხეთ. როცა ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა, და მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ნეიმარზე, ეს ნორმალურია. რატომ უნდა იყოს ეს სასირცხვილო? თითქოს კლუბის ბრალია, რომ ფეხბურთელი დარჩენაში ვერ დაარწმუნა. ნეიმარის შემთხვევაში, რომელიც ვარჯიშზე არ მოსულა, ესეც კლუბის ბრალია, რომ ფეხბურთელის პრობლემები ვერ მოაგვარა? არა. თუ მოთამაშე გვიან მოდის, ეს მისი ბრალია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ასეთი რაღაცები მხოლოდ პსჟ-ში არ ხდება.”
რა ხდება ნეიმართან დაკავშირებით?
“შემოთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ერთ კონკრეტულ კლუბთან კონტაქტი გვქონდა.”
“ბარსელონასთან”?
“დიახ.”
“ბარსელონას” წარმომადგენლების სტრატეგიას როგორ შეაფასებდით?
“მათ გვითხრეს, რომ ფეხბურთელის ყიდვა სურდათ, მაგრამ გამყიდველები არ ვართ.”
ეს ჟოზეპ მარია ბართომეუმ გითხრათ?
“ეს მან მითხრა, მაგრამ ისინი მყიდველის პოზიციაში არ არიან.”
რა შემთხვევაში დასთანხმდება პსჟ ტრანსფერს?
“მოლაპარაკებები უნდა აწარმოო, ესაა და ეს. გთხოვთ, ნეიმარზე კითხვას ნუღარ დამისვამთ.”
ეს ბოლოა. დათქმული გაქვთ თუ არა ბოლო ვადა ნეიმარის საქმისთვის?
“ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი კითხვაა. საბოლოოდ, მოხდება თუ არა ტრანსფერი, ეს ბევრ რამეს შეცვლის. საკითხი მხოლოდ გრძნობებს არ ეხება, ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული.”
ბოლოს, ნეიმარისთვის კლუბის დატოვება ნამდვილად შესაძლებელია?
“ნეიმარს პსჟ-ს დატოვება შეუძლია, თუ შესაბამის შემოთავაზებას მივიღებთ, შემოთავაზებას, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. თუმცა, არ ვიცით, უნდა თუ არა ვინმეს მისი ყიდვა, ან რა ფასად. ერთი რამ შეიძლება დაზუსტებით ითქვას – ასეთი საკითხები ერთ დღეში არ წყდება.”
ანუ პსჟ არ შეეცდება მის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას?
“პსჟ-ს სურს, რომ ისეთ ფეხბურთელებს დაეყრდნოს, რომლებსაც აქ დარჩენა უნდათ.”
პსჟ ნეიმარზე ძლიერი უნდა იყოს, ხომ მართალია?
“იმისთვის, რომ კლუბი წინ წავიდეს, ყველაფერზე კონტროლი უნდა ჰქონდეს. მათ შორის, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებზეც.”
ნეიმარის ტრანსფერზე გაურკვევლობაა. ამის ფონზე, როგორ მუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე?
“არ არსებობს გეგმა “ნეიმართან ერთად” და “ნეიმარის გარეშე”. სიმართლე ისაა, რომ მას კონტრაქტით ჩვენთან კიდევ სამი წელი აკავშირებს, შემოთავაზება კი არ გვაქვს.”
ამის შემდეგ, ინტერვიუ გაგრძელდა, მაგრამ ლეონარდო ნეიმარის თემას აღარ შეხებია.



"მათ გვითხრეს, რომ ფეხბურთელის ყიდვა სურდათ, მაგრამ გამყიდველები არ ვართ." – თან ამას ამბობს და თან შეიძლება წავიდესო. დაგვცინიან და მთელი ზაფხული დაგვცინებენ. ბოლოს იასნა არ გამოუშვებენ და მოდი დაიკიდეთ რა და გააკეთეთ დროულად გრიზმანიც, 1 კარგი ვინგერის (ორივე ფალნგზე რო თამაშობდეს) მარცხენა მცველის ტრანსფერი და დემბელე კოუ არ გაყიდოთ.
ბართო ეს ტრანსფერი არ გამაზო თორე დედის გინება არ აგცდება.
რატო წადი თავის დროზე
ეს და გრიზი თუ მოვიდნენ პერესის ტრანსფერები აღარც კი გამოჩნდება🤣🤣😂😂
200 ia gamosasyidi ivlisidan da savaraudod imazea laparaki rom naklebad daitrion.. sakmaod realuria amis 200 da grizis 120…… maklomi rakitich koutinio kia 200 …
საფრანგეთის კანონმდებლობაში არ დევს პუნქტი, რომელიც, რომელიმე გუნდს დაავალდებულებს კონტრაქტის გაფორმებისას ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მიეთითოს… ასე რომ ნეიმარს არ აქვს არანაირი გამოსასყიდი თანხა
აბა ნემო შინ იცი გელოდებით
დადეთ ლინკი არტურმა რაილაპარაკა მეფეზე
როდამძაბეთ აქ ეგრე სადარიი :დდდ
200 ia gamosasyidi ivlisidan da savaraudod imazea laparaki rom naklebad daitrion.. sakmaod realuria amis 200 da grizis 120…… maklomi rakitich koutinio kia 200 …
რა თქვა?
გაეღAდავა მწარედ ;დ
რა გაიღადავა ეგეთი რო ასე ფიქრობ
ძალიან მაინტერესებს რა თქვა არტურმა მესის წინააღმდეგ,
ლინკი დადეთ რააა, გთხოვთ!
ახალი ამავი: დე ლიგტს იუვე არ უნდა, სარის ტაქტიკაში თავის თავს ვერ ხედავს:))))))))))
რა თქვა?
გაეღAდავა მწარედ ;დ
რა გაიღადავა ეგეთი რო ასე ფიქრობ
შეუძლიაო წავიდესო მარა სასურველი შემოთავაზება უნდა მივიღოთო ანუ 300 მილიონი და მაგდენს კიდე ბარსა არ გადაიხდის ასე რომ ჩაო ნეიმარ
რა თქვა?