“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, დენის სუარესმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ “სელტაში” გადავიდა, კატალონიურ კლუბში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
“ჩემი აზრით, მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ ვფიქრობ, კლუბის ფეხბურთელები და ფანები მისი დაბრუნებით კმაყოფილები დარჩებიან. ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა და ის “ბარსელონაში” უნდა დაბრუნდეს.” – ციტირებს დენის სუარესის სიტყვებს TV3.




ძაან მეეჭვება ნეიმარის ტრანაფერი შედგეს აი ძაან