ერთა ლიგის გათამაშების დროს, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მატჩის შემდეგ, ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი შეაქო და თქვა, რომ ის საუკეთესო იყო, ვის წინააღმდეგაც უთამაშია – ამაზე 22 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი კომპლიმენტია, რომელიც ოდესმე მიმიღია. როდესაც ამას ასეთი მოთამაშე გეუბნება, ეს ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.” – ციტირებს ფრენკი დე იონგის სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ფრენკი და ანტუანი თანაგუნდელები იქნებიან.




ცოტაც მოითმინე ფრენკ და მალე გრიზიც შემოგიერთდება
რათქმაუნდა იტყვიან არანაირი კონტაქტი არ გვაქვსო. სანამ ხალიფას არ შეუთანხმდებიან ნეიმართან შეთანხმება არაფერს ცვლის. ტკბილი სიტყვით უნდა ელაპარაკოს ბართო თუ მართლა უნდათ მაგის გადმოყვანა
ხოო რა, აი მესტრემ იყრანტალა წინაზე თუ გვინდა ვიყიდით მარა გვახსოვს როგორც წავიდაო და იასნია ნანობსო. პსჟ ფარჩაკი გამოიყვანა და კი გააგდეს. პირადად უმდა მოაგვაროს და არანაირი ნეიმარის აჯანყება.
იმედია მართლაც ერთად ითამაშებენ ანტონიო და ფრენკი
ხვალ ფრენკისთან ერთად პრეს-კონფერენციაზე ბართომეუ და აბიდალი იქნებიან და საინტერესოა ნეიმარზე რა პასუხებს მივიღებთ
მალე ერთად ითამაშებთ და მადლობა მაშინ უთხარი!😀✌