მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესის ურუგვაიმ ჩილე დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო]

სუარესის ურუგვაიმ ჩილე დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო]

კოპა ამერიკის C ჯგუფის მესამე ტურში, “მარაკანაზე”, ერთმანეთს ჩილეს და ურუგვაის ნაკრებები შეხვდნენ. 

მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე, თავური დარტყმით ედინსონ კავანიმ გაიტანა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან, მატჩში მონაწილეობა ლუის სუარესმა მიიღო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, არტურო ვიდალი კი მოედანზე არ გასულა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=kxvCVYnQyxc]

პარალელურად, ეკვადორის და იაპონიის შეხვედრა 1-1 დასრულდა. 

ჯგუფში პირველი ადგილი ურუგვაიმ დაიკავა, მეორეზე ჩილე გავიდა, მესამეზე იაპონია – თუმცა პარაგვაიზე უარესი ბურთების სხვაობის გამო, ისინი ჯგუფში ჩარჩნენ, მეოთხე პოზიციაზე კი ეკვადორია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 25 ივნ 2019, 17:54

    მაგარი პლეი ოფები იქნება

  • BaKuRa
    schedule 25 ივნ 2019, 15:09

    ციტატა: messi ❤❤❤❤
    არგენტინა – ურუგვაი მინდა ფინალი და G.O.A.T. – ს გოლი!!!
    P.S. "ცოფიანს" კოპა მოგებული აქ, ხო?


    კი 2011 ში