მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება, სუარესის გოლი და ურუგვაის დაკარგული ქულები კოპა ამერიკაზე [ვიდეო]

მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება, სუარესის გოლი და ურუგვაის დაკარგული ქულები კოპა ამერიკაზე [ვიდეო]

კოპა ამერიკის C ჯგუფის მეორე ტურში, პორტო ალეგრეში, ერთმანეთს ურუგვაის და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

იაპონიამ, რომელიც ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით გამოდის, მატჩის ფავორიტებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თამაში აქტიურად დაიწყო და 25-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. გოლი კოჯი მიიოშის ანგარიშზეა. 

მალევე, მათ კარში ძალიან საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუის სუარესმა გამოიყენა. 

მეორე ტაიმში მიიოშიმ იაპონია კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ხოსე ხიმენესმა წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:2. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=qpIuSUhRNCo]

ურუგვაის 4 ქულა აქვს, ჩილეს ნაკრები კი, რომელშიც “ბარსელონას” კიდევ ერთი წარმომადგენელი, არტურო ვიდალი თამაშობს, დღეს ეკვადორს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 22 ივნ 2019, 02:17

    რა ბილეთი გამიფუჭეს ამ ბრინჯიჭამიებს როგორ ვერ მოუგეს