ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების შესახებ. ამ ყველაფერზე ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“არ ვიცი, მისი ტრანსფერი შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ეს ნამდვილად დიდი შოკი იქნება. “ბარსელონასთვის” კი შესანიშნავი შენაძენი გამოვა.”
“მე, როგორც ნეიმარის თანაგუნდელი? სად? ნაკრებში? უკვე ვთქვი, რომ კოპა ამერიკის მიმდინარეობის დროს, ჩემს მომავალზე არ ვისაუბრებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” – ციტირებს ფილიპე ლუისის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე ლუისი, შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონას” უფასოდ შეუერთდეს.




გერეიროზე და გრიმალდოზე თუ ჩალიჩობენ ამის მოყვანას აზრი აღარ აქვს და თუ ისინი ვერ გავჩარხეთ გეგმა ბ უნდა იყოს ეს
კი და ალბამ ტრამვა ან რამე რო მიიღოს გვჭირდება შემცვლელი
ეს უნდა მოიყვანონ ორი წელი კიდევ შეძლებს